goto-cinedoc-tbilisi.jpg

CinéDOC-Tbilisi 2020-ის შესახებ: 

გამომდინარე იქიდან, რომ CinéDOC-Tbilisi საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი ითვალისწინებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი სტუმრების, კინოპროფესიონალებისა და მაყურებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალის მე-8 გამოშვება, რომელიც დაგეგმილი იყო 23-27 აპრილს, ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს.

ჩვენთვის სამოქალაქო უსაფრთხოება და თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და რადგან კინოფესტივალი წარმოადგენს ასობით სტუმრის გადაკვეთის წერტილს, ვთვლით რომ უმჯობესია ამ ეტაპზე მისი ჩატარებისაგან თავი შევიკავოთ.

გარდა ამისა, ვითვალისწინებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დადგენილებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება.
ჩვენი ჯგუფი გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევხვდებით!

#ჩვენვქმნითემოციებს

მთავარი დონორები

swiss-01
creative europe-01

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram