CinéDOC-Tbilisi-ს 2014 წლის გამარჯვებული ფილმები

საერთაშორისო საკონკურსო სექციის ჟიურის წევრები: სიმონე ბაუმანი (გერმანია), ლუჩიანო ბარისონე (შვეიცარია), ნანა ჯანელიძე (საქართველო)

CinéDOC-Tbilisi 2014-ის დახურვის ცერემონიალზე საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა 5 გამარჯვებული ფილმი საერთაშორისო და Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციებიდან, რაც შეეხება CinéDOC Young-ის სექციას, ჩვენმა ახალგაზრდა აუდიტორიამ თავისი რჩეული ფილმი გამოავლინა. ფესტივალის მაყურებელმაც მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც თავისი რჩეული ფილმი დაასახელა.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის საუკეთესო ფილმი: „სამართალი უნგრეთში“ – რეჟისორი ესტერ ჰაიდუ

ჟიურის განაცხადი: საერთაშორისო საკონკურსო სექციაში ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ფილმი გახდა კინემატოგრაფიული შინაარსისა და ფორმის თვალსაზრისით ძალიან რთული ნამუშევარი. ფილმი ნათლად აჩვენებს დრამატულ სიტუაციას ქვეყანაში არსებული რასიზმის შესახებ. ამ ჯილდოთი ჟიურიმ ხაზი გაუსვა რეჟისორის გამბედაობასა და დამოკიდებულებას სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ.

საერთაშორისო საკონკურსო სექციის სპეციალური აღნიშვნა: „ნუ მიმატოვებ“ – რეჟისორები: საბინე ლუბ ბეიქერი და ნილს ვან კოევორდენი.

ჟიურის განაცხადი: ჟიურიმ გადაწყვიტა სპეციალურად აღენიშნა ფილმი ორ მარტოსულსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ მამაკაცზე. ფილმს გამოირჩევა განსაკუთრებული კინოთხრობითა და ფორმით, რაც დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს მაყურებელში.

 

Focus Caucasus-ის საკონკურსო სექცია

Focus Caucasus-ის სექციის ჟიურის წევრები: დარია ბასელი (უკრაინა), მელანი დე ვოხტი (ნიდერლანდები), სტეფან ვაკვიცი (გერმანია)

Focus Caucasus–ის საკონკურსო სექციის საუკეთესო ფილმი: ალინა რუდნიცკაიას „სისხლი“

ჟიურის განაცხადი: აღნიშნულ სექციაში გამარჯვებული ფილმი სამი განსაკუთრებული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რუტინულ სამუშაოს ასრულებენ დონაციის ცენტრში და ხშირად მოგზაურობენ. ფილმის რეჟისორმა შეძლო თანამედროვე რუსეთის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ადამიანთა პორტრეტები შეექმნა. გმირების, რომელთა ცხოვრებაც ერთდროულად აბსურდული, სევდიანი და ამავე დროს სასაცილოც არის. ფილმში იგრძნობა ირიბი კრიტიკა რუსეთში გაუმართავი სოციალური სისტემის მიმართ, რადგან იქ სისხლის დონაცია უმეტესწილად განპირობებულია ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე.

Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ნატალია მიხაილოვას „ზელიმის აღსარება“ 

ჟიურის განაცხადი: ფილმი შეულამაზებლად მოგვითხრობს იმ კრიმინალის შესახებ, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იმალება და პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებულ მექანიზმად გვევლინება. ეს არის ამბავი ადამიანთა ღირსებაზე, რუსეთის უსაფრთხოების მიერ გამოვლენილი დამცირების დროს. ფილმი ასევე ეხება თავისუფალი მსოფლიოს მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის თავშესაფრის მიცემის აუცილებლობას. მიუხედავად საშინელი პირობებისა და ფილმში ასახული მოვლენებისა, მოთხრობილი ამბავი მაყურებელს იმედს უტოვებს და მორალური სიძლიერისკენ მოუწოდებს.

Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ანა ციმინტიას „ბიბლიოთეკა“

ჟიურის განაცხადი: ფილმი მოგვითხრობს ერთი ბიბლიოთეკის ამბავს, რომელიც ცდილობს მოერგოს ახალ რეალობას და გადარჩეს პოსტსაბჭოთა ეპოქაში. რეჟისორი მთავარ აქცენტს არა ადამიანებზე, არამედ დაწესებულებაზე აკეთებს. ფილმის დასასრულს ბიბლიოთეკაში მომუშავე ქალები ზეიმობენ და ცეკვავენ, რაც ადამიანის ძლიერ სულისკვეთებას აღნიშნავს, რომელიც ნებისმიერ გარემოებასა და მდგომარეობაზე მაღლა დგას.

CinéDOC Young-ის გამარჯვებული ფილმი

გამარჯვებული ფილმი: ჩვენმა სპეციალურმა ახალგაზრდა ჟიურიმ მთავარი ჯილდო გადასცა ფილმს ანაბელ როდრიგეს რიოსის „ბარელი“.

მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა რეჟისორ დან ვასერმანის ფილმმა „გჯერათ სიყვარულის?“ - ფილმი ნაჩვენები იყო ფესტივალის გახსნაზეც და მოგვიანებით მაყურებლის რჩეული გახდა.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi