CinéDOC Tbilisi-ს 2013 წლის გამარჯვებული ფილმები​

CinéDOC Tbilisi-ს 2013 წლის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: პოლ პაუელსი (ბელგია), ტუე სტინ მიულერი (დანია) და ვიქტორია ბელოპოლსკაია (რუსეთი).

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის საუკეთესო ფილმი: ლინა ლუზიტეს „სათამაშოები“.

ჟიურის განაცხადი: ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მთავარი პრიზი გადაეცა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ისეთ გარემოში შეიქმნა, სადაც დემოკრატია კვლავაც ნანატრია და ხალხი ყოველდღიურად იბრძვის ღირსეული ცხოვრებისათვის. რეჟისორი ახერხებს გადმოსცეს უცნაური ატმოსფერო, ფილმი ორიგინალური სტილით გამოირჩევა, რეჟისორის ოსტატობა იმაში მდგომატეობს, რომ მაყურებელი ფილმთან ემოციურ კავშირს ამყარებს. დოკუმენტური ფილმი მოგვითხობს ისეთ ადგილზე, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. ჟიურიმ აღნიშნა კინომატოგრაფიული სტილი, ავტორის ხედვა, მისი ყურადღება დეტალებისადმი და გამორჩეული თხრობა ამბისა, რომელიც ყველა მიმდევრობას ცვლის და თავისებურს ხდის.

ჟიურის სპეციალური ჯილდო: პაუელ კლოცის „პნომ პენ ძილისპირული“

ჟიურის განაცხადი: ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შექმნილია განსაკუთრებული კინემატოგრაფიული ხერხებით და გამორჩეული გმირით. ძლიერი კადრების, შთამბეჭდავი მუსიკის მეშვეობით რეჟისორი გვაცნობს საზოგადოებას, რომელიც განსხვავდება იმ გამოსახულებებისგან, რასაც ტურისტული სააგენტოების ბროშურებში ვაწყდებით. ამ ფილმის თითოეული სცენა გამოირჩევა იშვიათი ინტიმურობით, რაც მაყურებელს გმირის შინაგან ბრძოლასთან აახლოებს. გარდა ამისა, რეჟისორი ახერხებს წარმოაჩინოს ამბის მეორე მხარე, განუწყვეტელი სკანდალები, ქალისა და ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა და მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა: ჯულია პანასენკოს „ოუტრო“.

ჟიურის განაცხადი:  ფილმი მაყურებელს ძლიერ ემოციებს აღუძრავს: დოკუმენტური პანკ-რეჟისურა! როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა უწოდა ფილმს. ყოველგვარი დათმობების გარეშე, უბრალო, შეულამაზებელი სტილით შექმნილი ფილმი მომხიბვლელი, თუმცა ტრაგიკული მთავარი გმირის ცხოვრების ბოლო დღეებზე მოგვითხრობს. როგორც აუდიტორია, ასევე ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ მადლიერნი, რომ ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ფილმის მთავარი გმირია, რეჟისორს უფლება მისცა ბოლომდე გაჰყოლოდა მის მოგზაურობას. შედეგად მივიღეთ ამაღელვებელი დოკუმენტური ფილმი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ღრმად დააფიქრებს ცხოვრებაზე.

Focus Caucasus-ის ჟიურის წევრები: პეტრ კოსტორხიზი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ლელა ოჩიაური (საქართველო) და მარინა დროზდოვა (რუსეთი).

Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის „ინგლისელი მასწავლებელი“

Focus Caucasus-ის ჟიურის განაცხადი:  პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი კონფლიქტები, სამყაროს შესახებ ცოდნასთან მიმართებით განსხვავებები თანამედროვე და ძველ მიდგომებს შორის, ფილმის გმირებზეც სიღრმისეულად გვიყვებიან.

Focus Caucasus-ის ჟიურის პირველი სპეციალური აღნიშვნა: ალექსანდრ ბაევის „ერთხელ სხვა დროს“ (საქართველო)

Focus Caucasus-ის ჟიურის მეორე სპეციალური აღნიშვნა: გურქან გერტეკის „თავისუფალი დრო“ (თურქეთი)

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გადაეცა ორ ფილმს, რომლებიც დოკუმენტური კინოს მეორე მხარეს გვახედებენ. ორივე ფილმი გამორჩეული სტილით მოგვითხრობს გადარჩენისათვის ბრძოლის ტრაგიკულ ამბებზე.

მაყურებლის რჩეული ფილმი: ამანდა სანსისა და მიქელ გალოფრეს „სინანულის სიმღერები“ (ესპანეთი).

ფესტივალის აუდიტორიამ, რომელიც კინოჩვენებებს ესწრებოდა ამანდა სანსისა და მიქელ გალოფრეს „სინანულის სიმღერები“ (ესპანეთი) საუკეთესო ფილმად დაასახელა. ფესტივალის გუნდმა ათასობით ხმა შეაგროვა და გამარჯვებული გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიამდე ნახევარი საათით ადრე დასრულდა ხმების დათვლა. ფილმი „სინანულის სიმღერები“ CinéDOC-Tbilisi-ს გახსნის ცერემონიალზეც იხილა მაყურებელმა, რეჟისორი ამანდა სანსი კვლავ თბილისში იმყოფებოდა და მას პირადად გადაეცა აუდიტორიის ჯილდო.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi