CinéDOC-Tbilisi 2015 – გამარჯვებული ფილმები
24 ოქტომბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა და Focus Caucasus-ის ჟიურიმ, მაყურებლებმა, CinéDOC Young-ის ახალგაზრდა აუდიტორიამ და სტუდენტურმა ჟიურიმ თავიანთი რჩეულები გამოავლინეს:
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ფილმი − „დაბრუნება“ - რეჟისორი: მირო რემო
საერთაშორისო კონკურსის განსაკუთრებული აღნიშვნა − „სიცოცხლე შებინდებისას“ - რეჟისორი: სილვაინ ბიგელეიზენი
Focus Caucasus-ის გამარჯვებული ფილმი − „ორმაგად უცხონი“ - რეჟისორი: უგის ოლტე
Focus Caucasus განსაკუთრებული აღნიშვნა − „როგორ გადავკვეთოთ საზღვარი“ - რეჟისორები: სონა და მარინე კოჩარიანები
გამარჯვებული ფილმი (სტუდენტური ჟიური) – „ოსტატი და ტატიანა“ - რეჟისორი: გიედრე ზიცკიტე
გამარჯვებული ფილმი (მაყურებლის ჯილდო) – „სიცოცხლე შებინდებისას“ - რეჟისორი: სილვაინ ბიგელეიზენი
CinéDOC Young-ის რჩეული ფილმი − „თხა ხმის სანაცვლოდ“ - რეჟისორი: იერუნ ვან ველზენ