2017 წლის ჯილდოები

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

მთავარი ჯილდო: „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ - რეჟისორი პაველ ლოზინსკი)​

ჟიურის განაცხადი: „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ დედისა და შვილის მტკივნეულ ურთიერთობას ასახავს პროფესიონალური და მხატვრული კინემატოგრაფიული ხერხების გამოყენებით: დედას, შვილსა და თერაპევტს შორის ურთიერთობის სამკუთხედის მეშვეობით ფილმში წარმოდგენილია განსაკუთრებით ინტენსიური სესიები, რომლებიც საკუთარი თავის მიმართ მეტ მიმღებლობას გვასწავლის.

საერთაშორისო საკონკურსო სექცია - ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „ნორმალური აუტისტური ფილმი“ - რეჟისორი: მიროსლავ იანეკი

ჟიურის განაცხადი: „ნორმალური აუტისტური ფილმი“ ყველაფერია, გარდა სტანდარტულისა, რომელშიც ნაჩვენებია ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სამყარო. საინტერესო ხერხების გამოყენებით ფილმი გადმოგვცემს მათ განსხვავებულსა და სრულიად რეალურ შესაძლებლობებს, რომ გამოხატონ თავიანთი თავი სხეულის ენის, მუსიკისა და პოეზიის მეშვეობით.

CIVIL DOC

მთავარი ჯილდო: „ადა მერად“ - რეჟისორი: პაუ ფაუსი

ჟიურის განაცხადი: ფილმი აქტივისტი ადა კოლაუს ბარსელონას მერად გახდომის ამბავს მოგვითხრობს. სათემო მოძრაობის გულწრფელი ენერგია იმედის მომცემია და მრავალ ადამიანს უბიძგებს, რომ მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფილმი გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული პროცესების მეშვეობით შესაძლებელია მიზნის მიღწევა, მათთვისაც კი, ვისაც არც სიმდიდრე აქვს და არც სხვა სახსრები.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „ვენერა“ - რეჟისორები: ლეა გლობი, მეტე კარლა ალბრეხშტეინი)

ჟიურის განაცხადი: ახალგაზრდა ქალების მიერ სექსუალობაზე ასეთი გულწრფელი და ღია საუბარი ადასტურებს, რომ ეს საუბარი შესაძლოა თავისუფლების მომტანი აღმოჩნდეს, როგორც მთავარი გმირებისთვის, ასევე მაყურებლისთვის. ფილმის ავტორებმა შეძლეს გმირებისთვის შეექმნათ დაცული სივრცე, მაყურებლისთვის კი ცხადი ხდება, თუ რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს დაცულობის შეგრძნება ადამიანისთვის. დღეს მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია იმის, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მეტი ასეთი სივრცე რომ არსებობდეს. გვჯერა, რომ ფილმი შეიძლება ისეთი დისკუსიების საბაბი გახდეს, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს. ​

 

FOCUS CAUCASUS

მთავარი ჯილდო: „დიდუბე, ბოლო გაჩერება“ - რეჟისორი: შორენა თევზაძე

ჟიურის განაცხადი: ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჯილდო გადაეცა ფილმს, რომელიც ადამიანური ისტორიების თხრობის ორიგინალობით გამოირჩევა. მაყურებელი მთავარი გმირების ცხოვრების იმ წვრილმანებსაც ეცნობა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა. ეს არის თანაგრძნობითა და იუმორით გაჯერებული, ამაღელვებელი და ფილოსოფიური ისტორია. ფილმში პერსონაჟების ხასიათი ზუსტი დეტალებით არის გადმოცემული. რეჟისორი ახერხებს გაგვხადოს არა მხოლოდ დროის დინების, არამედ მთავარი გმირების ცხოვრების მონაწილეც. იცვლება წელიწადის დროები, იცვლებიან პოლიტიკოსები, მაგრამ უცვლელი რჩება ადამიანური ღირებულებები. ფილმი პატარა ავტოსადგურზეა, რომელსაც ერთგვარ მიკროსამყაროდ აღიქვამს მაყურებელი.​

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „კოცონი და ვარსკვლავები“ - რეჟისორი: საშა ვორონოვი

ჟიურის განაცხადი: ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცემა საშა ვორონოვის ფილმს „კოცონი და ვარსკვლავები“. ფილმი გვაცნობს პერსონაჟების მოგზაურობას, რომელიც ქმნის ახალ მუსიკალურ ენას ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმის გზით. ​

სტუდენტური ჟიურის ჯილდო: „უცხო სამოთხეში“ - რეჟისორი: გუიდო ჰენდრიქსი​

მაყურებლის რჩეული: „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ - რეჟისორი: პაველ ლოზინსკი

CinéDOC-Young-ის ჯილდო: „საუბრები სერიოზულ თემებზე“ - რეჟისორი: გიდრე ბეინორუტე

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram