CINEMOBILE CAUCASUS

Cinémobile –  კინემატოგრაფიული ტური სამხრეთ კავკასიაში
პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია Noosfera Foundation-ის მიერ

Cinémobile Caucasus ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროექტი იყო, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის  სხვადასხვა რეგიონში კინოჩვენებების ორგანიზებას მოიცავდა. ჩვენებები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 40 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები, წარმოდგენილი იყო წინასწარ შერჩეული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ყოველი ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია.

Cinémobile Caucasus ემსახურებოდა ერებს შორის მშვიდობას, ურთიერთგაგებასა და თანამეგობრობის დამყარებას, საინტერესო და გასართობი ფილმების ჩვენების გზით.

პროექტის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა, რეგიონული იდენტობა, დემოკრატია,  რეგიონის საერთო ისტორია, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, გენდერული საკითხები, მიგრაცია და სხვა ისეთი თემები, რომელთა შესახებაც არ ხდება ღია საუბარი სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რაიონებში.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:

  • Movies That Matter (ნიდერლანდები)

  • შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ფონდი (German Marshall Fund)

  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
     

1/12

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram