CinéDOC-Tbilisi-ის კონცეფცია

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი შვიდი გამოშვება  2013- 2019  წლებში გაიმართა, ხოლო 2020 წლის 23-27 აპრილს ფესტივალის მერვე გამოშვება გაიმართება და მას თბილისის კინოთეატრები: ამირანი, კინოს სახლი უმასპინძლებენ.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინოპროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.

ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს პიჩინგ-ფორუმს (Civil Pitch), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები  პროექტს ქართველ, დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორებს წარუდგენენ.

ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

სექციაში, Guest Country, ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრიაა ნაჩვენები, 2019 წელს ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება ფინური დოკუმენტური ფილმები.

გარდა ამისა, CinéDOC-Tbilisi ორგანიზებას უწევს ვორკშოპებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულები არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას.

სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ: კატია ვილდელმუტ (შესყიდვების მენეჯერი – MDR), პოლ პოუველს (EDN – ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმან (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კონოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმან (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულის (პროდიუსერი, ლატვია), იზაბელ არატე ფერნანდეს (IDFA Bertha Found), ტუე სტეენ მულერ (დოკუმენტური ფილმის ექსპერტი, დანია), პიტერ საიმს (პროდიუსერი, ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერ (პროდიუსერი, გერმანია), საშა კლეინ (პროდიუსერი, ისრაელი), და ა.შ.

რაც შეეხება სექციას CinéDOC-Young, მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC On Tour მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ ნახოს ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi