Civil Pitch 

Civil Pitch-ი არის პროექტი, რომელიც შექმნილია კინორეჟისორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასაკავშირებლად. პროექტის მიზანია, რომ საზოგადოების ყურადღება თანამედროვე ქართული რეალობის ჩრდილში მოქცეულ მნიშვნელოვან საკითხებზე მიაპყროს. Civil Pitch-ზე განვითარებული პროექტები დემოკრატიული ფასეულობებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საკვანძო თემებს ეხება, როგორებიცაა: ეკოლოგია, ურბანიზმი, LGBTQ უფლებები, მიგრაციის საკითხები, რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში და მრავალი სხვა...

შერჩეული კინორეჟისორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ტრენინგში, რომელსაც საერთაშორისო ტუტორები უხელმძღვანელებენ.  ტრენინგი მიზნად ისახავს შერჩეული მონაწილეებისთვის პიჩინგისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარებას. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები თავიანთ ერთობლივ პროექტებს პანელის წინაშე წარადგენენ. საგულისხმოა, რომ პანელის წევრებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, CinéDOC-Tbilisi-ს მოწვეული კინოპროფესიონალები შეადგენენ.

აღსანიშნავია, რომ Civil Pitch-ის სესიებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მთავარი კინოფესტივალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორებიცაა: DOK Leipzig (დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ლაიფციგში, გერმანია), Berlinale (საერთაშორისო კინოფესტივალი ბერლინში), IDFA (საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი ამსტერდამში), ერთი მსოფლიო - ადამიანის უფლებათა კინოფესტივალი პრაღაში (ჩეხეთი), Docudays UA - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი (უკრაინა), ნიურნბერგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კინოფესტივალი (გერმანია), Watch Docs ადამიანის უფლებათა კინოფესტივალი (პოლონეთი) და მრავალი სხვა.

Civil Pitch-ის დასასრულს ორ პროექტს დააჯილდოებს „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, ხოლო ერთი პროექტი მიიღებს სპეციალურ ჯილდოს Current Time TV-სგან.

გამარჯვებულები თავიანთ ერთობლივ ნამუშევრებს 10-დან 15 წუთამდე ხანგრძლივობის შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს 2020 წლის 20 დეკემბრამდე დაასრულებენ.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram