დოკუმენტური ორშაბათები

„დოკუმენტური ორშაბათები“, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი იყო, რომელიც ფართო საზოგადოებას აცნობდა უცხოურსა და ქართულ შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ისეთ ევროპულ ქალაქებში როგორიცაა, ლონდონი, ათენი, პრაღა, ბუქარესტი, სადაც საკმაოდ მაღალია საზოგადოების ინტერესი და დასწრება.

პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, არამედ ღია დისკუსიებისა და დებატების გამართვა დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. კრეატიულ დოკუმენტურ ფილმებში წამყვანი რეჟისორის სუბიექტური ხედვაა, რომელიც არ სცდება რეალობის საზღვრებს. ყოველი თვის პირველ ორშაბათს საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრისა და ფორმატის ფილმები. თემატიკის სიღრმისეულად განხილვის მიზნით სეანსის დასასრულს დისკუსიებსა და დებატებს წარმართავდა მოდერატორი.

„დოკუმენტური ორშაბათები“ იმართებოდა ყოველი თვის პირველ ორშაბათს საღამოობით არტ-კაფეებსა, კულტურულ ცენტრებსა და თბილისის კინოთეატრებში, კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იყო.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi