Docstories Black Sea

Docstories Black Sea Noosfera Foundation-ის მიერ ორგანიზებული პროექტი იყო, რომელიც IDFA და IDFAcademy-სთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. Docstories Black Sea უნიკალური სასწავლო ინიციატივა იყო, რომელიც დოკუმენტურ ფილმის კინოთხრობის ტექნიკაზე აკეთებდა აქცენტს. ვორკშოპი აგრეთვე ეხებოდა ინოვაციურ დრამატურგიულ სტრუქტურებს, ახალ სატელევიზიო ფორმატებსა და ვებდოკუმენტალისტიკას. ვორკშოპის  ფარგლებში პროექტში მონაწილეობის მსურველთაგან 20 კანდიდატი შეირჩა, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ტუტორებისა და ექსპერტების ხელმძღვანელობოთ გამართულ ტრენინგს დაესწრნენ.

დოკუმენტალისტმა  რეჟისორებმა, მონტაჟის რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონიდან (რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი) შემოიტანეს განაცხადები აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. შერჩეული კანდიდატები გახდნენ IDFA 2012-ისა  და IDFAcademy-ის ფარგლებში გამართული სამი ვორკშოპ-სემინარის მონაწილეები: თბილისში (საქართველო), სიბიუსა (რუმინეთი) და ამსტერდამში (ნიდერლანდები). შერჩეულმა კანდიდატებმა საკუთარი პროექტები ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტური კინოს ღონისძიებაზე წარადგინეს. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასებში, ღია სესიებსა და ფესტივალის ფარგლებში გამართულ ყველა ინდუსტრიულ ღონისძიებაში.

Docstories Black Sea-ის მხარდამჭერები იყვნენ: ევროკავშირის პროგრამა Media Mundus 2012, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, IDFA, Astra Film Fest (რუმინეთი) და გოეთეს ინსტიტუტი.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram