მასტერკლასები და სპეციალური ჩვენებები

CinéDOC-Tbilisi პროფესიონალებს, მაყურებლებს კინოსეანსებსა და მასტერკლასებს სთავაზობს. Doctories Georgia-ს ფარგლებში, ქართველი კინოპროფესიონალებისათვის გაიმართა ვორკშოპი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იყო. მასტერკლასები და პრეზენტაციები გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, რომ უფასოდ დასწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებებს.

მასტერკლასი: ფრანგულ-გერმანულ სამაუწყებლო კომპანია ARTE-სთან თანამშრომლობა


16 ოქტომბერი, 2013, 14:45, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

 

ფრანგულ-გერმანული ტელემაუწყებელი Arte ევროპის დოკუმენტური კინოწარმოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინვესტორია. Arte ხელს უწყობს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი რეჟისორების კინოპროექტების განხორციელებას მთელი მსოფლიოდან. პანელისტები იყვნენ: ემილი კლაინმანი (Arte საფრანგეთი) და ჰანს-რობერტ აიზენჰაუერი (ექსპროგრამების კოორდინატორი Arte გერმანია, Ventana Films-ის დირექტორი)

მასტერკლასი: ადამიანის უფლებები ფილმში „მკვლელობის სცენა“

 

17 ოქტომბერი 2013, 17:00 სთ, კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 4

 

Movies that Matter Foundation-ის მხარდაჭერით, ფესტივალმა წარმოგიდგინათ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო, სხვადასხვა ფესტივალებზე გამარჯვებულ დოკუმენტური ფილმი „მკვლელობის სცენა“ – რეჟისორი ჯოშუა ოპენჰაიმერი. მოძალადე დამნაშავეებმა მილიონზე მეტი კომუნისტი მოკლეს. მკვლელები არ არიან დასჯილნი და ისინი დღესაც დიდი გავლენით სარგებლობენ, მათ კორუმპირებული პოლიტიკოსებიც უჭერენ მხარს. ეს ადამიანები ამაყად იხსენებენ თავიანთ სასტიკ ქმედებებს კომუნისტების წინააღმდეგ და სისხლისღვრის ეფექტურ მეთოდებზე გვიამბობენ. ანვარ კონდო და ჰერმან კოტო აღფრთოვანებით შეხვდნენ ფილმის რეჟისორის იდეას, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად დოკუმენტური ფილმისთვის გაეთამაშებინათ წარსულის ისტორიები. ისინი გულმოდგინედ იწყებენ მსახიობების ძებნას, საგულდაგულოდ ქმნიან კოსტიუმების დიზაინს და განიხილავენ შესაძლო სცენარს.

სპეციალური კინოჩვენება: „ფუსი პუტინის წინააღმდეგ“
 

18 ოქტომბერი 2013, 16:00 სთ. კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 4

 

დოკუმენტური ფილმი „ფუსი პუტინის წინააღმდეგ“ მოგვითხრობს ისტორიას ცნობილი რუსული პანკდაჯგუფების, „ფუსი რაიოტის“ პროტესტის შესახებ. რეჟისორები ტაისია კრუგოვხი და ვასილი ბოგატოვი ფემინისტურ, პანკ-როკ ჯგუფის საპროტესტო გამოსვლებს პირველივე დღიდან თან ახლდნენ. გოგონებმა არასანქცირებული, პარტიზანული გამოსვლები ავტობუსის გაჩერებებზე მოაწყვეს. ყველაზე ცნობილი და უჩვეულო პროტესტი მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ჰქონდათ. 2012 წლის 3 მარტს დაჯგუფების ორი წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს. მესამე წევრი ეკატერინა სამუტსევიჩი 16 მარტს აიყვანეს. რეჟისორებმა მოვლენები ფირზე აღბეჭდეს. გადაიღეს სასამართლო პროცესი, სადაც „ფუსი რაიოტის“ სამივე წევრს სასჯელი „ხულიგნობა რელიგიური ზიზღის საფუძველზე“ გამოუტანეს. თითოეულ მათგანს ორ-ორი წელი მიესაჯა.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram