Focus Caucasus Jury

Cíntia-Gil-HeadShot.jpeg

სინტია ჯილი

Focus Caucasus-ის ჟიური

სინტია ჯილი დაიბადა პორტუგალიაში, სწავლობდა ლისაბონის კინოსა და თეატრის უმაღლეს სკოლაში და სწავლობდა პორტოს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2012 წლიდან სინტია ჯილი პორტუგალიის ყველაზე მნიშვნელოვანი და განვითარებადი კინოფესტივალის Doclisboa-ს დირექტორი იყო. სინტია კურატორობდა თანამედროვე და ისტორიული ფილმების სერიებს, რეტროსპექტივებსა და გამოფენებს. ამასთანავე, 2015 წლიდან პორტუგალიური დოკუმენტური ფოლმების ასოციაციის Apordoc-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო. მისი ტექსტები იბეჭდებოდა მრავალ გამოცემაში ფილოსოფიისა და ხელოვნების შესახებ, იგი ასევე რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა დისკუსიასა და პანელში, ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ბერლინალე, Mar del Plata, FIDMarseille და სხვა.

passphoto mvb.jpeg

მარტინა ვალენტინა ბაუმგარტნერი

Focus Caucasus-ის ჟიური

მარტინამ კინოსა და ამბებისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში აღმოაჩინა, მან შეისწავლა არქიტექტურა და თავისი გატაცების შესწავლა დაიწყო, ამასთანავე მუშაობდა როგორც არტ დირექტორი  ისეთი ფილმებისთვის როგორებიცაა: Barbara, Das Kleine Gespenst და Me and Kaminski. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად მონაწილებდა კინოწარმოებაში ისეთ კომპანიებისთვის როგორებიცაა: Pola Pandora, Match Factory Productions და Amusement Park Film. 2015 წელს მან დააარსა Baumi-ს ჯილდო, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2018 წელს მან Nipkow-ის პროგრამასთან დაიწყო თანამშრომლობა, სადაც კინოს, კოორდინაციის, ხალხისა და ამბების მიმართულებით მუშაობს. მისთვის ყოველთვის საინტერესოა ფილმების მეშვეობით რეალობის სხვადასხვაგვარი აღქმა.

unnamed.jpg

დავიდე ობერტო

Focus Caucasus-ის ჟიური

1970 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ალბაში, 1989 წელს საცხოვრებლად გადავიდა ტურინში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიას, ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებსა და კინოს ისტორიას. 1999 წელს ტურინის კინოფესტივალთან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო 2005 წლიდან იტალიური კონკურსის კურატორი გახდა (მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების სექციის). სამი წლის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური სექცია, რომლის მიზანი იყო, რომ განსაკუთრებული და ორიგინალური კინემატოგრაფიულობით შექმნილი საერთაშორისო ფილმები წარედგინა TFFdoc-ის კინოფესტივალზე.

 

2002-დან 2009 წლამდე პროგრამერის მოვალეობას ასრულებდა ტურინში, GLBT-ს კინოფესტივალზე, სადაც რამდენიმე უაღრესად საინტერესო რეტროსპექტივა შექმნა: ერთ-ერთი ფასბინდერს დაეთმო, მათ შორის იყო არაბულ სამყაროში სექსუალურ უმცირესობების თემაზე გადაღებული ფილმები, იტალიური ვესტერნი და სიყვარულის დიდი აფეთქება იაპონიაში - ალენ გიროდისა და ადოლფო არიეტას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კინოჩვენებები.

 

2015 წლიდან 2018 წლამდე სინტია ჟილთან ერთად ხელმძღვანელობდა Doclisboa-ს კინოფესტივალს, რომელთანაც დღემდე თანამშრომლობს. ამასთანავე, ფესტივალის 2019 წლის გამოშვებაზე შექმნა რეტროსპექტივა, რომელიც იოსელინ სააბს მიეძღვნა.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram