Simone-Baumann-.jpg

სიმონე ბაუმანი

საერთაშორისო კონკურსის ჟიური

სიმონე ბაუმანი რუსეთისა და ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის აუდიო- ვიზუალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი და გამოცდილი პროდიუსერია. დოკუმენტურ კინოწარმოებაში სიმონეს 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ხელმძღვანელობს Saxonia Entertainment GmbH-ის დოკუმენტური კინოს დეპარტამენტს. 1997-2010 წლებში იგი გახლდათ დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია LeVision-ის დირექტორი. გარდა ამისა, 2005 წლიდან სიმონე German Films Eastern Europe-ის (გერმანული ფილმები აღმოსავლეთ ევროპაში) წარმომადგენელია. სიმონე ხელმძღვანელობდა უამრავი მხატვრული ფილმის გადაღებას ყოფილ საბჭოთა კავშირში, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი და კონსულტანტი. სიმონე ბაუმანი Russian-German Film Academy-ის (რუსულ – გერმანული კინოაკადემიის) დამფუძნებელი, ხოლო 2003 წლიდან გერმანული დოკუმენტური კინოპროდიუსერების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

Copy-of-Nana-Janelidze-.jpg

ნანა ჯანელიძე

საერთაშორისო კონკურსის ჟიური

ნანა ჯანელიძე 2013 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი და მრავალი ფილმის დამდგმელი რეჟისორია. 1981 წლიდან მუშაობა დაიწყო „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. არის საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი (ფილმისათვის „იავნანა“), რუსეთის კინოაკადემიის პრემიის „ნიკე“ ორგზის და მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზების მფლობელი – პეზეროს (იტალია), ლაგოვოს (პოლონეთი), მოსკოვის, იალტის (რუსეთი), მონპელიეს (საფრანგეთი), ვისბადენის (გერმანია) და სხვა.

2005-2006 წლებში იყო ეროვნული კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, ავტორთა ჯგუფთან ერთად რესტავრაცია გაუკეთა და მულტიმედიურ ალბომად გამოსცა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წ.“

Mélanie-de-Vocht-.jpg

მელანი დე ვოხტი

Focus Caucasus ჟიური

მელანი დე ვოხტი მუშაობდა ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე (IDFA), მის მოვალეობები შერჩეული ფილმებისთვის საფესტივალო პროგრამისა და განრიგის შედგენა იყო. 2006 წლიდან აგრეთვე მუშაობს IDFA Bertha ფონდში. წლების განმავლობაში ფონდი მსოფლიოში ცნობილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და გამოირჩევა პარტნიორების ფართო ქსელით. როგორც ფონდის პროდიუსერი მელანი ფილმების წინა შესარჩევი კომიტეტის წევრია, მიყვება არჩეულ პროექტებს და ყოველწლიურად ფესტივალზე IDFA Bertha ფონდის პროექტების შერჩევას ხელმძღვანელობს. 2007-2009 წლებში მელანი დე ვოხტი ასევე მუშაობდა კინოფესტივალ Open Air-ზე ამსტერდამში, სადაც ქმნიდა პროგრამას და უზრუნველყოფდა დაფინანსების მოძიებას.

Copy-of-Luciano-Barisone-.jpg

ლუჩიანო ბარისონე

საერთაშორისო კონკურსის ჟიური

ლუჩიანო ბარისონე – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის Vision du Réel-ის დირექტორია. ლუჩიანო ბარისონეს, ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოსს, პროფესიული ჟურნალებისთვის და გაზეთებისთვის დაწერილი აქვს ესეები და მონოგრაფიები ცნობილ რეჟისორებზე ნაომი კავასე და ნიკოლა ფილიბერი, ასევე წერდა საპროდიუსერო კომპანია Les Films d’Ici-ს შესახებ. 1997 წლიდან სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე პრესკონფერენციებისთვის ასრულებდა პროგრამის ხელმძღვანელისა და მოდერატორის მოვალეობას, ამ ფესტივალებს შორისაა the Locarno International Film Festival და the Mostra Internazionale d’Arte Cinematografica of Venice.

Darya-Bassel-.jpg

დარია ბასელი

Focus Caucasus ჟიური

დარია ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის Docudays UA-ს (კიევი, უკრაინა) პროგრამების კოორდინატორი და პროდიუსერია. სანამ Docudays UA-ს გუნდის წევრი გახდებოდა, მუშაობდა ტელევიზიასა და სარეკლამო წარმოებაში, იყო პროდიუსერი რამდენიმე ფილმისა, მათ შორის Sickfuckpeople, რეჟისორი: იური რეჩინსკი. (ფესტივალები და პრიზები: Heart of Sarajevo - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, Sarajevo Film Festival; საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2013; Raindance Film Festival, ლონდონი, 2013; საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო Viennale, ვენა,2013).

Copy-of-Dr.-Stephan-Wackwitz-.jpg

შტეფან ვაკვიცი

Focus Caucasus ჟიური

შტეფან ვაკვიცი გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, გერმანელი მწერალი და დოკუმენტური კინოს დიდი მოყვარულია, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და დაწერა წიგნი კავკასიის შესახებ „Dievergessene Mitte der Welt“. შტეფან ვაკვიცი დაიბადა 1952 წელს შტუტგარტში. 1986 წლიდან გოეთეს ინსტიტუტისათვის მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-დელიში, ტოკიოში, მიუნხენში, კრაკოვში, ბრატისლავასა და ნიუ-იორკში.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi