Paul-Powels-150x150.jpg

პაულ პაუელსი (ბელგია)

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები

პოლ პაუელსი ევროპის დოკუმენტური ქსელის სტრატეგიული (EDN) დირექტორია. EDN-ი დოკუმენტური ფილმების უმნიშვნელოვანესი ქსელია, რომელსაც  1000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ითვლის 50-ზე მეტი წლის აქტივობას. პოლი ასევე ხელმძღვანელობდა ბელგიურ საპროდიუსერო კომპანიას (Congoobvba). მისი პროფესიული რეზიუმე მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც სატელევიზიო, ასევე წარმოების კუთხით. ის იყო მედიააკადემიის ETMA-ს მენეჯერი, ბელგიური საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დოკუმენტური კინოს წარმოებაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამასთანავე, პოლი არის Eurovision Documentary Workgroup-ის წევრი, ტუტორი, მოდერატორი და ექსპერტი მრავალ ვორქშოფსა და სემინარში.

Tue-Steen-Mueller-150x150.jpg

ტუე სტეენ მიულერი (დანია)

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები

დაიბადა 1947 წელს. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა დანიურ კინემატოგრაფიაში მოკლემეტრაჟიანსა და დოკუმენტურ ფილმებზე, როგორც დისტრიბუციის ხელმძღვანელი და რედაქტორი. არის ავტორი სტატიებისა ადგილობრივსა და საერთაშორისო ბეჭდურ მედიაში, თანადამაარსებელი Balticum Film-სა და TV-Festival Filmkontakt Nord  Documentary-ის. ტუეს 40-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული სემინარები და კურსები. 2006 წლიდან დამოუკიდებელი კონსულტანტი და პედაგოგი დანიურ და ევროპულ დოკუმენტალისტიკაში, ასევე 2008 წლამდე იყო Ex-Oriente-ში სასწავლო განყოფილების უფროსი . პიჩიგის ფორუმის ხელმძღვანელი DOCSBarcelona-ში, პროგრამის კონსულტანტი ბელგრადის ფესტივალ Magnificent7-თვის, DocsBarcelona, DoxBox  დამასკოში, მასწავლებელი დოკუმენტურ კინოსკოლაში ბოლზანოში (იტალია). ევროპული სატრენინგო პროგრამა Storydoc-ის ხელმძღვანელი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პროექტებისათვის 2010-2011. ასევე, ბალტიის ზღვის ფორუმის, Archidoc და DocStories Black Sea სესიის, DocMeeting Buenos Aires  და ტრეინინგ კურსების ტუტორი. ტუე სტატიებს აქვეყნებს შემდეგ ვებ-გვერდზე - www.filmkommentaren.dk.

Victoria-Belepolskaya-150x150.jpg

ვიქტორია ბელოპოლსკაია (რუსეთი)

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები

დაიბადა 1963 წელს ქალაქ მოსკოვში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1986 წლიდან მუშაობს კინოკრიტიკოსად. ასევე, რედაქტორად რუსეთის კულტურის არხზე და პროგრამის დირექტორად ArtDocFest-ზე (რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი - მოსკოვი, რუსეთი). ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალისათვის არჩევდა რუსულსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ფილმებს. იგი ასევე თანამშრომლებს IDFA-სთან (დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ამსტერდამი), როგორც რუსული ფილმების კონსულტანტი. ამას გარდა, იგი თანამშრომლობს რამდენიმე ეროვნულსა და საერთაშორისო კინოფესტივალთან, როგორც პროგრამისტი, რომელთათვისაც რუსეთში შექმნილ ფილმებზე სელექციას აკეთებს.

Petr-Kostorhyz-e1381068673795-150x150.jp

პეტრ კოსტორხიზი (ჩეხეთის რესპუბლიკა)

კონკურსი Focus Caucasus – ჟიურის წევრები

დაიბადა 1972 წელს ჩეხოსლოვაკიაში. დამთავრებული აქვს ფილოსოფიისა და ხელოვნების ფაკულტეტი ჩარლზის უნივერსიტეტში (პრაღა). 20 წელიწადზე მეტი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში ისეთ რეგიონებში, როგორიც არის: ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, ავღანეთი, პაკისტანი, სირია და სამხრეთ სუდანი. 2010 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, მუშაობს ნორვეგიის დევნილთა საბჭოში (NRC), კავკასიის რეგიონის დირექტორის პოზიციაზე. NRC-ში მუშაობის დროს პეტრ კოსტორხიზმა დააფინანსა ორი დოკუმენტური ფილმი დევნილთა თემაზე. პიტერ კოსტორხიზი გატაცებულია დოკუმენტური ფილმებით – იგი თანამშრომლობდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ კინოფესტივალთან One World-თან (პრაღა), რომელიც ორიენტირებულია ადამიანთა უფლებებზე.

Lela-Ochiauri-150x150.jpg

ლელა ოჩიაური (საქართველო)

კონკურსი Focus Caucasus – ჟიურის წევრები

კინოკრიტიკოსი, ხელოვნების დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნების რედაქტორი გაზეთისათვის – „რეზონანსი“. მთავარი რედაქტორი გაზეთისათვის – „გალაქტიონი“. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1981-1982 წლებში გაიარა სტაჟირების პროგრამა მოსკოვის ფილმის ისტორიისა და თეორიის უნივერსიტეტში. იგი გახლავთ მრავალი წიგნის ავტორი და თანაავტორი. აქვს არაერთი პუბლიცისტური ნაშრომი თანამედროვე კულტურის შესახებ. აქვს მიღებული მრავალი ჯილდო. მათ შორისაა: საქართველოს კინოგაერთიანების ჯილდო „ნოსტალგია“ 1986 წელს გამორჩეული მუშაობისათვის; „კავკასიონი“ საუკეთესო საგაზეთო პუბლიკაციის პრიზი მისი ნაშრომისთვის – Mama Roma (1991); აჭარის რეგიონული თეატრალური გაერთიანების პრიზი (2007) და მრავალი სხვა.

Marina-Drozdova-150x150.jpg

მარინა დროზდოვა (რუსეთი)

კონკურსი Focus Caucasus – ჟიურის წევრები

კარიერა დაიწყო როგორც კინოკრიტიკოსმა, აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს სახელოვნებო გაზეთებსა და ჟურნალებში რუსეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა – "Battement" (თანაავტორი და თანარეჟისორი, 1995) ჯილდო მიიღო ევროპის კინოფესტივალზე. ნაჩვენები იყო Arte-სა და სხვა სატელევიზიო მაუწყებლებში. მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო კინოს კვლევით საქმიანობაში და ქმნიდა ისტორიულ-ვიზუალურ კონტექსტს დოკუმენტური ფილმებისათვის. იმავე პერიოდში მან დაიწყო დოკუმენტური ფილმების წარმოება კინოისტორიის შესახებ, რაზეც ის 10 წელიწადი მუშაობდა. მარინა რამდენიმე ნოველის ავტორია, რომელიც მოგვითხრობს რუსული კინოისტორიის ალტერნატიულ ვერსიას. ამჟამად Russia-wide TV Culture-ზე მუშაობს, როგორც დოკუმენტური ფილმების მენეჯერი და პროდუქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამასთანავე, ის არის Flahertiana-ს (საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, მოსკოვი, რუსეთი) არტ-დირექტორი.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram