ინდუსტრიული ღონისძიებები 2016


ყოველწლიურად ჩვენ ვმართავთ მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და ვრცელ დისკუსიებს ფესტივალის მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

პრეზენტაცია & დისკუსია: ტრანსგენდერი მსოფლიო მასშტაბით - ფრონტლაინ კლუბი, 22 ოქტომბერი, 18:00 საათი

ალექს ბაკერი, დოკუმენტური ფილმის, „ტრანზიტ ჰავანას“ რეჟისორმა გააკეთა პრეზენტაცია ტრანსგენდერთა ისტორიაზე მსოფლიო მასშტაბით, ამასთანავე გამართა დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ტრანსგენდერულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ჰოლანდიასა და დასავლეთ ევროპასთან შედარებით.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კინოჩვენება ფილმის, „ტრანზიტ ჰავანა“, რომელიც ფესტივალის CivilDOC სექციაში იღებდა მონაწილეობას.


წელიწადში ერთხელ, ორი პლასტიკური ქირურგი, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან მიემგზავრება ჰავანაში, რათა ჩაუტარონ ოპერაცია ხუთ კუბელ ტრანსგენდერს. ქირურგები მიწვეულნი არიან მარიელა კასტროს, პრეზიდენტის ქალიშვილის და ახალი სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ. პროგრამა ემსახურება ტრანსგენდერთა ზრუნვას.

კასტრო პროგრამას მიიჩნევს, როგორც 1959 წლის სოციალისტური რევოლუციის დასასრულს, რადგან მისი საშუალებით ადამიანები ემანსიპაციას და თვითრეალიზებას ახდენენ. პროგრამის ოფიციალური სლოგანია „არა ჰომოფობიას, სოციალიზმს კი“. სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ეხმარება ჰორმონებით, თერაპიით, ოპერაციით და ახალი იდენტობის შექმნით. ხდება თუ არა კუბა თავშესაფარი ტრანს ადამიანებისათვის? ერთ წელზე მეტ ხანს, ფილმის ავტორები დანიელ აბმა და ალექს ბაკერი იღებდნენ სამ მთავარ გმირს, ხუანს, ოდეტსა და მალუს, რათა ეჩვენებინათ, როგორ უმკლავდებიან ისინი რეალობას – იყო ტრანსგენდერი კუბაში. როგორც „რევოლუციის ახალი გმირები“, ისინი კვლავ უპირისპირდებიან რელიგიურ შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, სექსიზმს, სიღარიბესა და ხშირად პროსტიტუციასაც. ამასთანავე, ისინი ელოდებიან უცხოელ ქირურგებს, რომ მიიღონ ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად სურთ. იქნება კი მათი სახელი ამ წლისთვის შერჩეული 5 ადამიანის სიაში?


ფილმი ასახავს ისტორიულ დღეს, როდესაც პრეზიდენტებმა, კასტრომ და ობამამ ახალი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ განაცხადეს, რაც დიდ მოლოდინსა და იმედს უძღვიძებს ფილმის მთავარ გმირებს. „ტრანზიტ ჰავანა – კუბის რევოლუციის ახალი გმირები“ წარმოგვიდგენს კუბის პარადოქს, განსაცვიფრებელი, კუნძულის ტრანზიციის პროცესში მყოფი მხარე.


ბარაქ ჰაიმანის მასტერკლასი: როგორ შეარჩიო ფილმის გმირი - ფრონტლაინ კლუბი, 23 ოქტომბერი, 18:00 საათი
 

ბარაქ ჰაიმანი, რეჟისორი ისრაელიდან, ფესტივალზე თავისი ახალი ფილმით დაბრუნდა. ამასთანავე, ის გამართავს ვორკშოპს დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით. CinéDOC-Tbilisi 2014-ის, მაყურებლის რჩეული ფილმის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ისაუბრებს მთავარი გმირის შერჩევის კრიტერიუმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ პროცესს უკავშირდება.

„დოკუმენტალისტიკა, ფილმების გადაღების დროს, რეალურ ადამიანებთან და მათ ისტორიებთან ურთიერთობას გულისხმობს. გადაღების პროცესში რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს გარკვეული მორალური ასპექტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარუდგინოს გმირი მაყურებელს. რეჟისორმა გმირის ნდობა უნდა დაიმსახუროს, რომ შეძლოს ინტიმური მომენტებისა და დრამატული კადრების განვითარება“.

ვორკშოპი ქალი რეჟისორებისთვის 
 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ვორკშოპი, რომელიც გულისხმობს ქალი რეჟისორების მხარდაჭერასა და გაძლიერებას მათი პროექტის განვითარების გზით. ვორქშოპის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება კამერის წინ და მიღმა და ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის მცდელობა.
 

ღონისძიება სპეციალურად მოეწყო ქალი დოკუმენტალისტებისთვის კავკასიის რეგიონიდან, რომელსაც უკვე მეორედ წარუძღვნენ შვედი კინოპროფესიონალები, კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამართული ვორქშოფი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, და ამასთანავე, პროექტის მხარდამჭერი იყო შვედეთის ინსტიტუტი.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi