Noosfera Foundation-ის შესახებ

Noosfera Foundation-ის მიზანია, რომ წვლილი შეიტანოს დოკუმენტური კინოსა და მასთან დაკავშირებული განათლების მიმართულებით. ფონდი აწყობს კინოჩვენებებს, ტრენინგებსა და CinéDOC-Tbilisi-ს - საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს საქართველოში. გარდა ამისა, ორგანიზაცია ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რადგან ისეთ თემებზე აწყობს კინოჩვენებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, ეკოლოგიური პრობლემები, გენდერული საკითხები და ა.შ.
 
Noosfera Foundation-ი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში შექმნას ძლიერი რეგიონული იდენტობა, რომელიც ეყრდნობა უნიკალურ კინოკულტურას, საერთო ისტორიასა და კულტურულ ღირებულებებს.

 

დღემდე ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა:

DocStories Black Sea – ვორკშოპი რეჟისორებისთვის, რომლის პარტნიორი იყო IDFA
(ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი), Cinemobile Caucasus – კინოჩვენებების სერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, Focus Caucasus Conference (პროექტს მხარს უჭერდა Black Sea Trust for Regional Cooperation), დოკუმენტური ორშაბათები (კინოჩვენებების სერია თბილისის არტ-კაფეებსა და კინოთეატრებში), ნორჩ მაყურებელთა ჯილდო და CinéDOC Young-ის სექცია (კინოჩვენება ახალგაზრდა მაყურებლისთვის), Civil Pitch-ი პროექტი, რომლის ფარგლებში კინორეჟისორები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ქმნიან ფილმებს, New Talents Caucasus-ი პიჩინგის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა ნიჭიერი კინორეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი), რეგიონული ტურები და მინიფესტივალები მთელი წლის განმავლობაში.

 

დღემდე ჩვენი დონორები და პარტნიორები არიან:
 
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, Creative Europe Media პროგრამა, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ტელევიზია Current Time TV, ევროკავშირი, IDFA Bertha Fund, Movies That Matter Foundation,  გოეთეს ინსტიტუტი, შავი ზღვის ნდობა, რეგიონული თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ა.შ.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi