CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონული კოორდინატორების ტრენინგი
 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება CinéDOC-Tbilisi-ს კინოჩვენებები რეგიონული კოორდინატორების ფართო ქსელის მეშვეობით. თავდაპირველად, კოორდინატორები ერთვებიან ტრენინგის პროგრამაში და საერთაშორისო პროფესიონალთა ხელმძღვანელობით იძენენ მნიშვნელოვან ცოდნას კულტურული ღონისძიების ორგანიზების მიმართულებით. ტუტორები მონაწილეებს მინი კინოფესტივალის ორგანიზების აუცილებელ კომპონენტებს უზიარებენ, ასევე ასწავლიან კინოჩვენებებთან დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზებასაც.
 

შერჩეული კანდიდატები თავისუფლად ესწრებიან CinéDOC-Tbilisi-ს ყველა ფილმის ჩვენებას, მასტერკლასებსა და სხვა ინდუსტრიულ ღონისძიებებს.
 

ფესტივალის დასრულების შემდეგ, მონაწილეები გუნდის ლიდერებისა და კოორდინატორების ამპლუაში, კოორდინაციას უწევენ მინი ფესტივალებსა და რეგიონულ კინოჩვენებებს. ამასთანავე, ყველა კანდიდატს ევალება რეგიონული მასშტაბით მინიმუმ 3 კინოჩვენების ორგანიზება.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi