ახალგაზრდა მაყურებელთა ჯილდო

ორგანიზაცია Noosfera Foundation-მა, ქალაქ თბილისში, ორგანიზება გაუწია „ახალგაზრდა მაყურებელთა ჯილდო 2014-ს“, რომლის მიზანი „ნორჩ მაყურებელთა ჯილდოს“ ფარგლებში საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის საუკეთესო ფილმების ჩვენება იყო.

ევროპის კინოაკადემიის ნორჩ მაყურებელთა ჯილდო, პირველად  2012 წელს გაიმართა, European Film Awards-ის 25-ე გამოშვებაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო Young Audience Film Day-ის ფარგლებში, კვირას, 4 მაისს.

მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სამი შერჩეული ფილმი, რომელთაგანაც დასახელდა გამარჯვებული. ამავე წელს პროექტში მონაწილეობდა 17 ქალაქი, მათ შორის: თბილისი/საქართველო, ერფურტი/გერმანია, ლონდონი/დიდი ბრიტანეთი, ბელგრადი/სერბეთი, ბრატისლავა/სლოვაკეთი, ბუდაპეშტი/უნგრეთი, ქლუჟი/რუმინეთი, ფრიზრენი/კოსოვო, რიგა/ლატვია, სოფია/ბულგარეთი, ტურინი/იტალია და ვროცლავი/პოლონეთი.

„ნორჩ მაყურებელთა ჯილდო“ ორგანიზებული და წარმოდგენილი იყო ევროპის კინოაკადემიისა და EFA Production-ის მიერ, Mitteldeutsche Medienförderung (MDM)-ის მხარდაჭერით. ნორჩ მაყურებელთა დღე თბილისში საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფისტთა ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram